Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაჩო სანჩეს ამორი: ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა

მარშალ პრესი 14/09/2022
ნაჩო სანჩეს ამორი

ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

„ხანდახან ჩვენ საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას ვაფასებდით, როგორც მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უამრავი წვრილმანი დავის გამო ყურადღების გამფანტველად. ის, რასაც ვურჩევდით ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, ერთად დასხდომა და იმ დღის წესრიგზე საუბარია, რომელიც ევროპული მისწრაფების ვალდებულებებს ეხება. ეს რეკომენდაცია ეხება როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას.

რასაც ველოდებით საქართველოსგან, როგორც ქვეყნისგან და საზოგადოებისგან, პოლარიზაციის გადალახვის უნარია, რადგან ის ნებისმიერი ტიპის პროგრესისთვის შემაფერხებელია“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გარეშე ევროკავშირი არასრულფასოვანია.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
Next: დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებელზე”: სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.