Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბათუმის ხელოვნურ კუნძულს წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ

მარშალ პრესი 14/09/2022
ბათუმის ხელოვნურ კუნძულ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკული კომპანიის „შოფ არქითექთს“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკული კომპანია „ბათუმი აილენდი“-ს პროექტზე იმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს ბათუმის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. „ბათუმის აილენდის“ უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობის შექმნისთვის საერთაშორისო და საუკეთესო პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი იქნება თანამედროვე და ბათუმზე მორგებული. კომპანია „შოფ არქითექთს“-ს ინოვაციური პროექტების საერთაშორისო გამოცდილება აქვს.

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის „ამბასადორი ბათუმი აილენდი”-ს განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია „ამბასადორი“ განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტი გაატარებს ყველა შესაბამის საკანონმდებლო რეფორმასა და ცვლილებას, ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად
Next: მამუკა მდინარაძე: აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ საქართველო და მისი არცერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.