Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტი გაატარებს ყველა შესაბამის საკანონმდებლო რეფორმასა და ცვლილებას, ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად

მარშალ პრესი 14/09/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან შესრულებული იქნება. პარლამენტი გაატარებს ყველა შესაბამის საკანონმდებლო რეფორმასა და ცვლილებას, ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამ პროცესში ჩართვა მოუწევს.

„რაც შეეხება ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, ვერ გეტყვით, რომ ისინი ამ მოწოდების შემდეგ მაინც შეიცვლიან პოზიციას და უფრო პოზიტიურად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში, ამის პირობას ნამდვილად ვერავინ მოგცემს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყოდი – როდესაც ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოკიდებულება ისეთი იქნება, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს თორმეტივე რეკომენდაციის ოპოზიციის მონაწილეობით შესრულებისთვის, მე მგონი ეს გარკვეულწილად აიძულებს ოპოზიციის ამ რადიკალურ ნაწილს, რომ რევოლუციური ლოზუნგები ცოტა გვერდზე გადადონ და რეალურ საქმიანობაში ჩაებნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ხალხის ძალა: რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს
Next: ბათუმის ხელოვნურ კუნძულს წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.