Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ საქართველო და მისი არცერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით

მარშალ პრესი 14/09/2022
მამუკა მდინარაძე

აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ საქართველო და მისი არცერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ დეოკუპაციის გზაზე არ უნდა ვიაროთ შეუქცევადად და ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ომით თუ მშვიდობით, ჩემი პასუხია – მშვიდობით. ომის კონტექსტში დეოკუპაციაზე რომ ლაპარაკობთ, ეს არის დამაზიანებელი. არათუ მე რომ ვთქვა ასეთი „სიგიჟე“, არამედ ჟურნალისტმაც რომ თქვას, არის დამაზიანებელი. ამას ისმენენ აფხაზები და ოსები და მათ უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ საქართველო და მისი არცერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით. ჩვენი დები და ძმები აფხაზები და ოსები, ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობის დათქმით და არ უნდა გადავაბათ ასე ირიბად და შეფარვით კონტექსტი საომარ მოქმედებებზე საუბრისა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ბათუმის ხელოვნურ კუნძულს წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ
Next: ComCom-მა UNICEF-ისა და USAID-ის მედიაწიგნიერების ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.