IMG.GE IMG.GE

რაჭაში სტიქიისგან ჩამოშლილ მონაკვეთებზე დროებითი გზების მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს გზის და მდინარის კალაპოტის აღდგენითი სამუშაოები. შვიდ სოფელთან მიმოსვლა აღდგენილია, სამანქანო გზის გარეშეა დარჩენილი კიდევ 5 დასახლება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გუშინდელი უამინდობისგან განსხვავებით, დღეს რაჭაში გამოიდარებს და სოფლებთან დაკავშირება ვერტმფრენებითაც შესაძლებელი იქნება.

ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დათო ჩიკვაიძის ინფორმაციით, იმ სოფლებისათვის, სადაც გაბმულია ბაგირი, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების მიწოდება მოხერხდა.

ზარალი, რომელიც სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტს მიაყენა 50 მილიონს აღემატება. აქედან, მარტო 30 მილიონი რეგიონის გზების შეკეთებას დასჭირდება. ცენტრალური მაგისტრალი, ფაქტობრივად, განადგურებულია.

სპეციალისტების შეფასებით, 1991 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რაჭას ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება