Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკურ პოზასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რასაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დამაზიანებლად იკავებს

მარშალ პრესი 14/09/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკურ პოზასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რასაც რადიკალური ოპოზიცია თავის და ქვეყნის დამაზიანებლად იკავებს, ვიდრე იმ რეალისტურ საქმესთან, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და რასთან დაკავშირებითაც დღეს ძლიერი გზავნილი მივიღეთ ევროკომისიის თავმჯდომარისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„საკომიტეტო მოსმენების დროს ოპოზიციის, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ორივე მოსმენაზე მხარს უჭერდნენ მოსმენების კანონში შესწორებებს. პლენარულ სხდომაზე ასე აღარ მოიქცნენ და რაღაც პოლიტიკური კაპრიზის სახე მისცეს ამას. იქ სახალხო დამცველის განცხადება მოვისმინეთ ჩვენ და მას შემდეგ შეიცვალა მათი პოზიცია. სამუშაო ვითარებაში როდესაც ვსხდებით ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა მთელ რიგ საკითხებზე. შეიძლება რაღაცაზე ვერ მიაღწიო კონსენსუსს და ესეც ნორმალურია, მაგრამ არის უფრო მეტი სივრცე ამისთვის. მათ შორის, როდესაც ჩვენს კომიტეტში გუნდი მუშაობდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შემდგომ გაზრდასა და დახვეწაზე დავინახეთ, რომ ძალიან ბევრ საკითხში კონსენსუსს მივაღწიეთ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ აქ ჩვენ უფრო პოლიტიკურ პოზასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რასაც რადიკალური ოპოზიცია თავის და ქვეყნის დამაზიანებლად იკავებს, ვიდრე იმ რეალისტურ საქმესთან, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და რასთან დაკავშირებითაც დღეს ძლიერი გზავნილი მივიღეთ ევროკომისიის თავმჯდომარისგან“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Continue Reading

Previous: იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი დაიწყო
Next: ხალხის ძალა: რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025