Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველა სამუშაო ჯგუფში 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობა იყო უაღრესად საქმიანი და პროაქტიული

მარშალ პრესი 13/09/2022
რატი იონათამიშვილი

12 პუნქტის ირგვლივ ყველა სამუშაო ჯგუფში მუშაობა იყო უაღრესად საქმიანი და პროაქტიული. ფაქტობრივად თითოეული მიმართულებით ხელშესახები პროგრესია და ეს პროგრესი უზრუნველყო იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ სამუშაო ჯგუფებში შექმნა ისეთი გარემო, სადაც, თითოეული სუბიექტის პოზიციები იყო მოსმენილი და უმეტესი მათგანი გაზიარებულიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს სამუშაო პროცესი ასევე იყო ინკლუზიური.

„ფაქტი არის, რომ ეს სამუშაო პროცესი იყო ინკლუზიური, იმიტომ რომ რეკომენდაციების სრული პაკეტის გათვალისწინება მოხდა. ინკლუზიურობის ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი ზუსტად ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ავტორები რა საკითხსაც სვამენ პროცესის დროს, რამდენად ხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება საბოლოო ჯამში. მე არ გამკვირვებია, რომ ზოგიერთმა ამ სუბიექტმა, ვინც თითქოს ადამიანის უფლებებს იცავს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, 2020 წლის ეუთო/ოდირის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა საარჩევნო პროცესებზე მისაწვდომობას ავალდებულებდა სახელმწიფოს, არცერთი რეკომენდაცია და წინადადებაც კი არ წარმოგვიდგინა და ამ ნაწილს, ასე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა, როცა ჩვენ კონკრეტული ხედვა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ეს ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა. ამის მერე კიდევ რომ გამოდიან და ინკლუზიურობაზე აკეთებენ შენიშვნებს, ვფიქრობ ღიმილისმომგვრელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება ხედავს ვინ, რა პასუხისმგებლობით, ან, უპასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს, ძმური ქვეყანა არასდროს დარჩება მარტო
Next: ალექსანდრე რაქვიაშვილი: ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით ძალიან გასაგებად ეწერა, რა უნდა გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ყველა ასეთ პუნქტზე გვექნება პროგრესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.