12 პუნქტს შორის არის პუნქტები, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი. თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილში იყო ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ძალიან გასაგებად ეწერა, რა უნდა გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ყველა ასეთ პუნქტზე გვექნება პროგრესი, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„არ მაქვს განსაკუთრებული იმედი, რომ ზოგადად ინკლუზიურობას მივაღწევთ. პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ეხება სახალხო დამცველს, იუსტიციის საბჭოს, დეოლიგარქიზაციას, არათუ ინკლუზიურობის შანსი არ გვაქვს, არამედ არც კი დაგვიწყია ლაპარაკი. არ მგონია, რომ მივაღწევთ ინკლუზიურობის ისეთ დონეს, რომ ეს დაფასდეს. 12 პუნქტს შორის არის პუნქტები, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი. თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილში იყო ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ძალიან გასაგებად ეწერა, რა უნდა გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ყველა ასეთ პუნქტზე გვექნება პროგრესი. არის პუნქტები, სადაც შეიძლება მოხდეს ინტერპრეტაციები, მაგალითად, დეპოლარიზაციის საკითხი. გაურკვეველია, რას ნიშნავს ეს და ტექნიკურად რა უნდა გავაკეთოთ ამ ნაწილში. ამაზე არც კი ველაპარაკებით ერთმანეთს, მათ შორის ოპოზიციის შიგნითაც. საბოლოო ჯამში, ვერც კი ვხედავ, როგორ შეიძლება დავიწყოთ ეს პროცესი. ეს დიდწილად დამოკიდებულია არა „გირჩზე“, არამედ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“. რამდენად შეძლებენ ამის გადალახვას, გვაჩენებს დრო.“, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი
