Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს, ძმური ქვეყანა არასდროს დარჩება მარტო

მარშალ პრესი 13/09/2022
ჩავუშოღლუ

თურქეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს, ძმური ქვეყანა არასდროს დარჩება მარტო, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რომლებმაც „აზერბაიჯანის მიწების 30 წლის ოკუპაციის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს აზერბაიჯანის სამართლიანი პოზიციის მხარდასაჭერად“.

„აზერბაიჯანის მოთმინება საბოლოოდ ამოიწურა და სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ, დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებით“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, დღეს მშვიდობისთვის ყველა პირობაა შექმნილი, თუმცა სომხეთს პროვოკაციების გზა ურჩევნია.

Post navigation

Previous: ალექსანდრე რაქვიაშვილი: იმედია, რომ არჩევნების დღეს მალე გავიგებთ შედეგებს და არ გვექნება იმის თაობაზე დავა, სწორი შედეგებია თუ არა
Next: რატი იონათამიშვილი: ყველა სამუშაო ჯგუფში 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობა იყო უაღრესად საქმიანი და პროაქტიული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.