Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: იმედია, რომ არჩევნების დღეს მალე გავიგებთ შედეგებს და არ გვექნება იმის თაობაზე დავა, სწორი შედეგებია თუ არა

მარშალ პრესი 13/09/2022
რაქვიაშვილი

იმედია, რომ არჩევნების დღეს მალე გავიგებთ შედეგებს და არ გვექნება იმის თაობაზე დავა, სწორი შედეგებია თუ არა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ელექტრონული არჩევნების დანერგვაში არაფერი ისეთი რთული არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტექნოლოგიები უკვე დაგეგმილია საკმაოდ ბევრ ქვეყანაში და გასაგებია როგორც უნდა იმუშაოს. ამიტომ თვითონ ელექტრონული არჩევნების ნაწილში არ მგონია, რომ ბევრი კითხვა იყოს. ჩვენც ორჯერ დავტესტეთ უკვე ეს, ერთი კრწანისში თუ არ ვცდები და მეორე ბათუმში. იმედია, რომ არჩევნების დღეს მალე გავიგებთ შედეგებს და არ გვექნება იმის თაობაზე დავა, სწორი შედეგებია თუ არა. მაგრამ ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი საკითხია. მაგალითად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გამარტივდეს პარტიების ფინანსებზე კონტროლი. თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სისტემა ააწყო, რადგან ებრძოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მას გასჭირვებოდა თავისი პარტიის დაფინანსება. დღემდე იგივე სისტემა გვაქვს, რომელიც ჩვენნაირ პატარა პარტიას უბრალოდ ბლოკავს, არ გვიტოვებს სივრცეს, რომ ლეგალურად ვიმუშაოთ. ჩვენი სტანდარტული შემომწირველი თვეში 20-30 ლარს გვწირავს და არა 60 000-ს, როგორც ზოგ პარტიას აქვს და ამის შესაძლებლობა ლეგალურად ფუნქციონირებდეს არ არსებობს. არსებობს რაღაც ტექნიკური ბარიერებიც, რომელიც ჯგუფში გავიარეთ, ნაწილობრივ პროგრესი იყო, ნაწილობრივ კი არა, მაგრამ იმედია ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს მივაღწევთ, თუმცა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე ასე თუ ისე შევთანხმდებით“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

Continue Reading

Previous: ბელგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მართვის საკითხებს გაეცნო
Next: მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს, ძმური ქვეყანა არასდროს დარჩება მარტო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025