Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ბელგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მართვის საკითხებს გაეცნო

მარშალ პრესი 13/09/2022
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს და დელეგაციის წევრებს მიგრაციის დეპარტამენტში უმასპინძლა.

შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ და მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვაიძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დეპარტამენტის საქმიანობის, ასევე, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო დაცვის კუთხით არსებული სტანდარტებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა და დელეგაციის წევრებმა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრიც დაათვალიერეს და ადგილზე არსებულ სერვისებს გაეცნენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც ბელგიელ სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გურამ დავითაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების შესაბამისად ამოქმედებული ე.წ. გასვლის კონტროლის განხორციელების პროცედურა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ მესაზღვრე-კონტროლიორების მუშაობის სპეციფიკას და კინოლოგიური სამსახურის აქტივობები ეხილათ.

Continue Reading

Previous: საქართველო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას ოფიციალურად შეუერთდა
Next: ალექსანდრე რაქვიაშვილი: იმედია, რომ არჩევნების დღეს მალე გავიგებთ შედეგებს და არ გვექნება იმის თაობაზე დავა, სწორი შედეგებია თუ არა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025