Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას ოფიციალურად შეუერთდა

მარშალ პრესი 13/09/2022
მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე, საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს. კონფერენციას, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა. მხარეებმა მსოფლიო ბანკთან საქართველოს თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებსა და პროგრესზე იმსჯელეს. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც.

ამასთან, საქართველო დღეს ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA-ს), როგორც დონორი სახელმწიფო. ქვეყნის სახელით შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, დღეს გამართულ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

საერთაშორისო განვითარების ასოციაცია 1960 წელს შეიქმნა და ის მსოფლიო ბანკის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად. გრანტებისა და ნულოვანი და დაბალპროცენტიანი სესხების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, პროდუქტიულობის ამაღლებასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით. საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წევრი 1993 წელს გახდა და მას შემდეგ, როგორც ბენეფიციარმა, 1.53 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. საქართველომ ასოციაციის ბენეფიციარის პროგრამა 2014 დაასრულა.

Post navigation

Previous: ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
Next: ბელგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მართვის საკითხებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.