Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სვენ მიქსერი: ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი

მარშალ პრესი 13/09/2022
სვენ მიქსერი

ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

„სანამ პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ინკლუზიური. მათ, ვინც ხელისუფლებაშია, განსაკუთრებული როლი აკისრიათ – უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური აქტორის, საზოგადოების ჩართულობა. ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანია. ქართველი პოლიტიკოსებისა და ლიდერების ხელშია ახლა განხორციელება, რადგან ეს არის ქართველი ხალხის მოლოდინი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. იმედი მაქვს, ქართველი პოლიტიკოსები გვერდზე გადადებენ აზრთა სხვადასხვაობას და ერთად იმუშავებენ იმისთვის, რაც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკოსის ინტერესები. საკმაოდ ხშირად შიდა პოლიტიკური დისკუსია და მოკლევადიანი მიზნები ფარავს დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო მიზნებს. ახლა ლიდერებზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ, რომ შეძლონ ნდობის შენება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული მოთამაშეები ერთად მუშაობას შეძლებენ. თუ ყველა აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია, მეორეხარისხოვანია, საკითხები წინ წაიწევს. ესაა ჩემი მთავარი რეკომენდაცია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

Post navigation

Previous: ანრი ოხანაშვილი ვენისლავსკის განცხადებაზე: ძალიან სამწუხაროა ასეთი არამეგობრული განცხადება
Next: სენატორი გერი პიტერსი აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.