Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ვენისლავსკის განცხადებაზე: ძალიან სამწუხაროა ასეთი არამეგობრული განცხადება

მარშალ პრესი 13/09/2022
ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრის განცხადებას გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადება არამეგობრულია.

„ძალიან სამწუხაროა ასეთი არამეგობრული განცხადება, რომელიც პირდაპირ არის სხვა სახელმწიფოს საქმეში უხეში ჩარევა“, – აცხადებს ოხანაშვილი.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი, ფიოდორ ვენისლავსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის წარმატება საქართველოსთვის შანსია და ქართველ ხალხს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის მიმართულებით.

Post navigation

Previous: საქართველოს პროკურატურა: მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება, შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთ პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდა
Next: სვენ მიქსერი: ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.