Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სენატორი გერი პიტერსი აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

მარშალ პრესი 13/09/2022
პიტერსი

„დემოკრატი“ სენატორი, გერი პიტერსი გმობს აზერბაიჯანის არაპროვოცირებულ თავდასხმას სომხეთზე და აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

„წარმოუდგენლად შეშფოთებული ვარ სომხეთზე აზერბაიჯანის არაპროვოცირებული თავდასხმის გამო. ჩვენ აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევისა და მიუღებელი თავდასხმებისთვის. ეს უნდა მოიცავდეს აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, – აღნიშნა სენატორმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

Post navigation

Previous: სვენ მიქსერი: ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი
Next: ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.