Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე შეუძლებელია

მარშალ პრესი 12/09/2022
ვოლოდიმირ  ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არანაირი სანქციების მოხსნა არ შეიძლება. რუსეთთან ვერაფერს განვიხილავთ, ვიდრე ის აქედან არ წავა. ომის შემდეგ, დიახ, შეიძლება ვისაუბროთ გარკვეული სანქციების მოხსნაზე, რეპარაციაზე, მათი მხრიდან გადახდებზე, დიპლომატიაზე. ჩვენ შეგვიძლია, ჩავრთოთ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის ლიდერი ასეთ მოლაპარაკებებში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გაათავისუფლებს ჩვენს ყველა ტერიტორიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის დეოკუპაციის გარეშე მოლაპარაკებების გამართვას აზრი არ აქვს, რადგან რუსეთი უკან მობრუნდება და კვლავ იგივეს გააკეთებს.

„ჩვენი მიზანია ჩვენი მთლიანი ტერიტორიის დეოკუპაციაა. ძირითადი მიზანი არის დეოკუპაცია. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს იგივე ოკუპაცია, რასაც ის აკეთებდა 2014 წლიდან. ისინი კონფლიქტის გაყინვის, შეთანხმებების, მოლაპარაკებების გზას დაადგებიან, მოძლიერდებიან და კვლავ დაიწყებენ წინსვლას ან რამე პირობებს წამოგვიყენებენ. უკიდურეს პირობებს და გვეტყვიან ან შეასრულეთ ან გავაგრძელებთ შემოჭრას. ეს არის მათი სტრატეგია, შენით სადილობენ, ნელ-ნელა გჭამენ. ამას ვუწოდებ რუსულ კანიბალიზმს. არ მსურს ავყვე ამ თამაშში, ეს არ მომწონს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით ყველა დეტალს ვერ გაამხელს, მაგრამ უკრაინა არ გაჩერდება და ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გააგრძელებს წინსვლას.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
Next: დიმიტრი ხუნდაძე – უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია, პარტია, ფრაქცია დავტოვეთ, ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025