Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 12/09/2022
შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის, როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს დახმარებას KfW-ს,  GIZ-ისა და სხვა გერმანული ინსტიტუტების მეშვეობით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ესწრებოდა.

Post navigation

Previous: მევლუთ ჩავუშოღლუ – ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ თქვენ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში
Next: ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე შეუძლებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.