Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე – უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია, პარტია, ფრაქცია დავტოვეთ, ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან

მარშალ პრესი 12/09/2022
ხუნდაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დასწრებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, მართალია, პარტია და ფრაქცია დატოვეს, თუმცა თავიდანვე განაცხადეს, რომ ღირებულებითი სხვაობა არ არსებობდა. როგორც ხუნდაძე ამბობს, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟი ატყდა. უმრავლესობა ერთპარტიულ ვერტიკალს არ ნიშნავს, ეს არის სიითი უმრავლესობა, სადაც ძირითად საკითხზე ერთი პოზიციაა დაფიქსირებული. ჩვენ პარტია და ფრაქცია დავტოვეთ და ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, იყო მხოლოდ უთანხმოება იმაზე, რა დოზით უნდა გვეთქვა ხალხისთვის სიმართლე. ჩვენ რომ ამაში უხერხულობას ვგრძნობდეთ, რამენაირად იმას მოვახერხებდით, რომ ჩვენი იქ ჰყოფნის ამსახველი ფოტომასალა არ გასულიყო. ეს საკითხი არ დაგვიყენებია, რადგან უმრავლესობის წევრები ვართ. ამიტომ, აქ არავითარი მიუღებლობა არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება, ეს არის მდაბიოობა და აპოლიტიკური ურთიერთობა. ეს ადამიანურ დამოკიდებულებებსაც სცდება. არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე შეუძლებელია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025