Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მევლუთ ჩავუშოღლუ – ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ თქვენ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში

მარშალ პრესი 12/09/2022
ჩავუშოღლუ

თქვენ თუ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, ეს არის გაფრთხილება საბერძნეთისთვის, – თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ​საქარიას ბრძოლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე განაცხადა.

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული კუნძულების დაკავებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, გააკეთოს რაც საჭიროა, როცა ამის დრო დადგება. ამასთან, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლის გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. ათენის განცხადებით, გემი არ დაემორჩილა საბერძნეთის სანაპირო დაცვის მოწოდებებს, რის გამოც მოხდა მისი დევნა და გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთება.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ
Next: ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.