Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 10/09/2022
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, ბრალდებული ჩხუბით და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ჩადენილი გენდერული ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 – დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
Next: პროკურატურა: 2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით – 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით – 94 ქალის მკვლელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.