Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 10/09/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ვოლფრამ ზენგერ-ვაისს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს.

ხაზი გაესვა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს.

აღინიშნა, რომ ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გარემოს პროგნოზირებადობაა და ამ მხრივ, საქართველო საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია.

კომპანია Gebrüder Weiss მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მსოფლიოს 35 ქვეყანაში ახორციელებს.

Post navigation

Previous: პროკურატურა: საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.
Next: პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.