Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენად შეიძინა “ნაპოლმა” ხვიჩა კვარაცხელია

მარშალ პრესი 09/09/2022
ხვიჩა კვარაცხელია

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ თქვა, რამდენი გადაუხადა ნეაპოლიტანურმა კლუბმა „დინამო ბათუმს“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ.

როგორც ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, პირველად ხვიჩას თამაში მან პირადად ლოკდაუნის დროს ნახა.

„ის 19 წლის იყო, მაგრამ უკვე ძალიან კარგი იყო ბურთთან. მას გატუზოსთან ერთად ვაკვირდებოდით და მახსოვს, რომ დავურეკეთ კალაძეს, რათა კვარაცხელიას შესახებ მეტი გაგვეგო. ის ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, მაგრამ ისინი 30 მილიონს ითხოვდნენ, ამიტომ ჩვენ გავედით მოლაპარაკებებიდან. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ხვიჩა საქართველოში დაბრუნდა, ამიტომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავეთ და ის 10 მილიონ ევროდ შევიძინეთ. ხვიჩას ტრანსფერში „რომას“, „იუვენტუსს“ და „რეალ სოსიედადს“ დავასწარით“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

Post navigation

Previous: ალუდა ღუდუშაური ზურაბ ჯაფარიძეზე: მოსახლეობას თავი დაამახსოვრა ერთადერთი რამით, შარვალჩახდილმა უკანალი მიუშვირა ოკუპანტებს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მრავალეროვნული სწავლება -„ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.