IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებს და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო“, – ამის შესახებ გაეროს მუმდივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ასევე ვულოცავ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დამყარებულ ძლიერ კავშირს. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი მოეშვა. იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაემორჩილებიან მითითებებს. კარგად ვხედავთ, რომ ამ ნიშნით და ამ მომენტამდე საქართველო წარმატებული ქვეყანაა“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ამ დროისათვის საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17 ადამიანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება