Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე ზურა ჯაფარიძის განცხადებაზე: არაძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა, რაც შეეხება ობსტრუქციასა და ძალადობას, ჩვენ ამას ვემიჯნებით

მარშალ პრესი 09/09/2022
ხატია-დეკანოიძე

არაძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა, რაც შეეხება ობსტრუქციასა და ძალადობას, ჩვენ ამას ვემიჯნებით,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„არაძალადობრივი პროტესტი არის დემოკრატიის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა არა ერთ არაძალადობრივ პროტესტში მიგვიღია მონაწილეობა, დაგვიორგანიზებია კიდეც და ყველა არაძალადობრივ პროტესტს შევუერთდებით. რაც შეეხება ობსტრუქციას, ძალადობას და ა.შ. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას“,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ჯაფარიძის თქმით, მისი ამოცანაა, ამ ადამიანების რაოდენობა გაზარდოს.

Post navigation

Previous: ჰერმან საბო ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: რასაც ვუყურებთ, არ არის ისეთი ტემპები, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა
Next: ალუდა ღუდუშაური ზურაბ ჯაფარიძეზე: მოსახლეობას თავი დაამახსოვრა ერთადერთი რამით, შარვალჩახდილმა უკანალი მიუშვირა ოკუპანტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.