Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰერმან საბო ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: რასაც ვუყურებთ, არ არის ისეთი ტემპები, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა

მარშალ პრესი 09/09/2022
ჰერმან საბო

რასაც ვუყურებთ, არ არის ისეთი ტემპები, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

„დაუმორჩილებლობა, ხელისუფლების შეცვლის სურვილი ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. თუ ისინი თვლიან, რომ ვიღაც მათ არ წარმოადგენს, ყველანაირი პროტესტის უფლება აქვთ, ჩემი აზრით, ძალადობის გარეშე. რასაც ვუყურებთ ტემპები არ არის ისეთი, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა. თუ ის უფრო ეფექტური იქნება და ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლება გადატრიალებითაა შესაცვლელი და ათობით ათასი ადამიანი დაუჭერს მხარს, გამოდის, რომ ხალხის ნება ესაა“,- აღნიშნა საბომ.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ჯაფარიძის თქმით, მისი ამოცანაა, ამ ადამიანების რაოდენობა გაზარდოს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება
Next: ხატია დეკანოიძე ზურა ჯაფარიძის განცხადებაზე: არაძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა, რაც შეეხება ობსტრუქციასა და ძალადობას, ჩვენ ამას ვემიჯნებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.