Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება

მარშალ პრესი 09/09/2022
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას პირობას აძლევენ, რომ არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩართავენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. შეიძლება, ძალიან ბევრი ჰქონდეს დასაკარგი, შეიძლება, დაჰყვეს მათ მოთხოვნას, თუ რაც არის და დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩართოს ქვეყანა ომში, მაგრამ მას ამათან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს დაფიქსირებული, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი შანტაჟით, მილიარდი კი არა, ათი მილიარდი რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, არ ჩართავს ქვეყანას ომში.

ვინც აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებიდან, ნახეთ, პირდაპირ ითხოვენ ომში ჩვენს ჩართვას და იქვე აშანტაჟებენ. ეს კაცი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარ ნაბიჯს არ გადადგამს იმისთვის, რომ ქვეყანა ჩართოს ომში. მით უმეტეს, არც მე, არც პრემიერს ან სხვას ასეთი არაფერი გვაქვს დასაკარგი – არც ანგარიში მაქვს საზღვარგარეთ, არც რაიმე ქონება, რით უნდა დაგვაშანტაჟონ? არაფრის ფასად მე არ მიღირს, რომ ჩემს ქვეყანას შევუქმნა ის პრობლემა, საიდანაც შეიძლება, საუკუნეები ვერ ამოვიდეს. არც არახამიას და არც პოდოლიაკის შანტაჟი, ვერავინ ვერ გადაგვადგმევინებს ჩვენ ასეთ ნაბიჯს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეთ არა რაღაც მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ ისეთი პრობლემა შევუქმნათ ქვეყანას, რომელიც შეიძლება, საუკუნეების მანძილზე გაჰყვეს მას. ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ. ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: გრიგოლ ლილუაშვილი: მსურს დავარწმუნო უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან
Next: ჰერმან საბო ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: რასაც ვუყურებთ, არ არის ისეთი ტემპები, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025