Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: მსურს დავარწმუნო უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან

მარშალ პრესი 09/09/2022
გრიგოლ ლილუაშვილი

მსურს დავარწმუნო პირველ რიგში უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები და ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით 11, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება დაფიქსირდა. 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ 9 წლის ვადით შეუზღუდა. მსურს დავარწმუნო პირველ რიგში უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები და ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს. ამის დადასტურებად შეიძლება მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობის შემთხვევა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

Post navigation

Previous: იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას ზამთრის აღჭურვილობა მიაწოდონ
Next: ირაკლი კობახიძე: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.