Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი, შესაბამისად ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ

მარშალ პრესი 09/09/2022
ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ ისინი ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ხედავს რა არის ფაქტები და რა არის სიმართლე.

„ივლისსა და აგვისტოში საპარლამენტო უმრავლესობა ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო. ყველა მიმართულებით არის პროგრესი, ეს არის ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, საზოგადოება მათ დამოკიდებულებასაც ხედავს. ისინი ყოველდღიურად რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე საუბრობენ – მათ აქვთ დესტრუქციული როლი. მთავარია, რომ მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალიან მცირე მხარდაჭერა და ნულოვანი რესურსი რომ რაიმე არეულობა მოაწყოს ქვეყანაში და ომში ჩართოს. იგივე ეხება არჩევნებს. არჩევნებსაც სჭირდება იგივე, რაც ქუჩას, არც იქ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ხვალაც ასე იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025