Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 09/09/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი, შესაბამისად ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ
Next: „საქაერონავიგაცია“ საქართველოს ცაში შემოსულ ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.