Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად

მარშალ პრესი 09/09/2022
ირაკლი კობახიძე

კუბილიუსი ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კუბილიუსს თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რადგან ის, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად.

„შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს ადამიანი, თავად განსაზღვრეთ. როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს ჰკადრებ ამერიკელ პარტნიორებს, რას იმსახურებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი, თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ.

არ ვიცი, რა ამოძრავებს კუბილიუსს. შეიძლება, ეჭვები მქონდეს, მაგრამ, არ ვიცი. კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს. მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ადამიანი როცა ლაპარაკობს ისეთ რაღაცებს, რაც ვიოლა ფონ კრამონმა ილაპარაკა, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“.

Continue Reading

Previous: ილია მეორე: თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება გაერთიანებულ სამეფოს მიუძღვნა
Next: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი, შესაბამისად ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025