Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ილია მეორე: თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება გაერთიანებულ სამეფოს მიუძღვნა

მარშალ პრესი 09/09/2022
ილია მეორე

თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო აქვეყნებს.

სამძიმრის ტექსტში პატრიარქი აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა ბედნიერება ელისაბედ მეორესთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: 2013 წლის 9 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა მყინვარწვერი დალაშქრა და ჩვენს დროშასთან ერთად ოკუპანტი რუსეთის დროშაც აფრიალა
Next: ირაკლი კობახიძე: კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.