Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არსებობს ეს მოსაზრება, რომ რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება

მარშალ პრესი 08/09/2022
მიხეილ ყაველაშვილი

არ ვართ მიამიტები და ვიცით, რომ დიდი ქვეყნებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერ ქვეყანაში სურთ რომ მათი ინტერესების გამტარებელი აგენტურა ჰყავდეთ, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი

„ამერიკელ აგენტებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ რაც არ უნდა კეთილის მსურველი იყოს ჩვენთვის, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ყველა ქვეყანა თავის ინტერესს ახორციელებს. კიდევ ერთხელ ვიძახი – არსებობს ეს მოსაზრება, რომ ამ სიტუაციაში რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში. ეს არაერთ ამერიკელ და სხვა ქვეყნის ექსპერტს დაუსახელებია გაუჟღერებია. ეს სურვილი და აზრი სუფევს. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით. გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება დამღუპველი“, – აცხადებს ყაველაშვილი.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა.

Post navigation

Previous: ლენა ხოშტარია რუსეთთან ჭიპლარითაა გადაბმული – ზაალ ანჯაფარიძე
Next: ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან – ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.