Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან – ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე

მარშალ პრესი 08/09/2022
ირაკლი კობახიძე

ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი. მისმა განცხადებებმა, რომლებიც მან აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ვიოლა ფონ კრამონმა „ძალიან მძიმე“ განცხადება გააკეთა.

„მან ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღას რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 5 სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზეც ოფიციალურად უარი მიიღო.

Post navigation

Previous: არსებობს ეს მოსაზრება, რომ რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება
Next: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.