Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლენა ხოშტარია რუსეთთან ჭიპლარითაა გადაბმული – ზაალ ანჯაფარიძე

მარშალ პრესი 08/09/2022
ზაალ ანჯაფარიძე1

რუს ოლიგარქებთან „მებრძოლი“ ლენა ხოშტარია ერთ-ერთია ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც რომ იტყვიან ჭიპლარით, მათ შორის ფინანსურით, მიბმულია რუსეთთან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მან საზოგადოებას ჯერაც ვერ/არ წარუდგინა სარწმუნო ახსნა-განმარტება წლების მანძილზე რუსეთიდან მიღებული საკმაოდ დიდი თანხების შესახებ. დავუშვათ და არ გადაეხადა რუსეთს მისი ოჯახისთვის ის თანხები, რაც სულაც არ იქნებოდა გასაკვირი ცნობილი მოვლენების შემდეგ. თუმცა, „ისინდისეს“ და უხდიდნენ. თუ რა იდგა ამის უკან, ჯერ არ ვიცით. ისიც არ ვიცით, უკრაინაში ომის ფონზე გრძელდება თუ არა ხოშტარიასთვის ფინანსური ინექციები რუსეთიდან?

თუმცა, აქ ალბათ მთავარია, რას გააკეთებდა ამ შემთხვევაში რუსეთიდან თანხის მიმღები პირი, თუკი ის საქართველოს პატრიოტი, რუსეთთან მებრძოლი და ა.შ. იქნებოდა? ის გამოვიდოდა საჯაროდ საზოგადოების წინაშე, აუხსნიდა თანხის წარმომავლობას, შემდეგ კი მიღებულ თანხას ან აგვისტოს ომის მსხვერპლთ მოახმარდა, ან საქართველოს ჯარს ან სხვა საქველმოქმედო საქმეს და ესეც საჯარო იქნებოდა.
თუმცა ხოშტარია ასე არ მოიქცა. ის ოკუპანტი ქვეყნისგან მიღებულ თანხას მშვიდი სინდისით ხარჯავდა უძრავ/მოძრავი ქონების შესაძენად და სხვა საჭიროებებზე, შემდეგ კი „20%“ წარწერიანი გულსაკიდით ოკუპაციას „აპროტესტებდა.“

ეს ძალიან თვალსაჩინო მაგალითია იმისათვის, რომ ვისწავლოთ მყვირალა რადიკალური ანტი-რუსული ლოზუნგების და ქმედებების უკან სინამდვილის დანახვა“, – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ქუთაისელი ლიკა ჩხეტიანი ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით და ყოველთვიური სტიპენდიით ჩაირიცხა
Next: არსებობს ეს მოსაზრება, რომ რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.