Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია

მარშალ პრესი 06/09/2022
ირაკლი კობახიძე1

როდესაც ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს Credit Suisse ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს საინტერესოა, რაც საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თანხა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი დავობს, ბანკმა დაახლოებით 10 წლის წინ მოიპარა.

მისთვის გაუგებარია რატომ აკავშირებს 10 წლის წინ მომხდარ ფაქტს ვიოლა ფონ კრამონი მის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან. ,,თანხა, როდის მოიპარეს იცით, ალბათ Credit Suisse, დაახლოებით 10 წელია გასული, მას შემდეგ რაც ამ ბანკმა მოიპარა ეს თანხა. რა შუაშია სანქციებთან ეს ქურდობა აბსოლუტურად გაუგებარია. არის მარტივი სამოქალაქო დავა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩივის იმის გამო, რომ მას მოპარეს თანხა – დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი, თუ არ ვცდები.

ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროცესი და ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა. ეს არის რეალური არსი ამ ყველაფრის. როდესაც, ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს Credit Suisse ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს არის საინტერესო, რაც საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს. ნახეთ, ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია. ეს ძალიან საინტერესო კავშირია და თვითონ ამ რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს,’’– განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

Continue Reading

Previous: ესაა ნაცმორაობის პოლიტიკური სახე – გიორგი ვოლსკი ხატია დეკანოიძეზე
Next: ეს ადამიანები არიან პოლარიზებული ყველაფერ წმინდასთან – ირაკლი კობახიძე “ნაც.მოძრაობაზე”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025