Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ადამიანები არიან პოლარიზებული ყველაფერ წმინდასთან – ირაკლი კობახიძე “ნაც.მოძრაობაზე”

მარშალ პრესი 06/09/2022
ირაკლი კობახიძე

დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ქონდაო. ანუ აღიარა, რომ 15 წელი „იღწვოდნენ“, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ. ალბათ, ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც. თუმცა, ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხდნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან პოლარიზებული საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად, ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენ ქვეყანას უკავშირდება.

დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ქონდაო. ანუ აღიარა, რომ 15 წელი „იღწვოდნენ“, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ.

ალბათ, ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც. თუმცა, ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხდნენ. მეგობრებო, ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად, ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენ ქვეყანას უკავშირდება და განასახიერებს. ასეთ პირობებში, რამ შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს, უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა წერილები იმის შესახებ, რომ თქვენ ცუდად არა საკუთარი უკეთურების, არამედ ვიღაცის აგენტობის გამო იქცევით. მე ამ თემაში დღეს ნამდვილად ვერ შევალ. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი – თქვენ რომ საქართველოს სამსახურში არ დგახართ და მისი სიყვარული და ინტერესები არ გამოძრავებთ, ეს , რა თქმა უნდა, ჩემთვის ცხადზე უცხადესია – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.