Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესაა ნაცმორაობის პოლიტიკური სახე – გიორგი ვოლსკი ხატია დეკანოიძეზე

მარშალ პრესი 06/09/2022
გიორგი ვოლსკი

დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ “რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და CNN სულ საქართველოზე ლაპარაკობდაო” გამოგვიცხადეს. დასჭირდათ და მძღოლებად დაუდგნენ გენერალ ბორისოვს, ჩვენი ბიჭების ცხედრები კი ბრძოლის ველზე მიატოვეს, უკიდეგანოდ გამდიდრდნენ.

2008-2012 წლების პერიოდი ყველაზე კომფორტულ პირობებში გაატარეს, კონსტიტუციაც მოირგეს, არჩევნებში დამარცხებას არ ელოდნენ! რა გასაკვირია რომ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის “ფანჯარად” განიხილავენ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ძალიან დიდი საშიშროებაა უკრაინის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, უსაფრთხოების სარტყელში, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი ხელიდან გაშვებული და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ესაა ნაცმორაობის პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება

„აი ესაა ნაცმორაობის პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება. დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ “რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და CNN სულ საქართველოზე ლაპარაკობდაო” გამოგვიცხადეს. დასჭირდათ და მძღოლებად დაუდგნენ გენერალ ბორისოვს, ჩვენი ბიჭების ცხედრები კი ბრძოლის ველზე მიატოვეს, უკიდეგანოდ გამდიდრდნენ. 2008-2012 წლების პერიოდი ყველაზე კომფორტულ პირობებში გაატარეს, კონსტიტუციაც მოირგეს, არჩევნებში დამარცხებას არ ელოდნენ! რა გასაკვირია რომ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის “ფანჯარად” განიხილავენ“ – წერს გიორგი ვოლსკი Facebook-ზე.

იხილეთ ვიდეო:

Continue Reading

Previous: ხაინდრავა აშშ-ს გადამდგარ გენერალ ჰოჯესზე: ავღანეთში ამერიკის დამყარებული „დემოკრატიის” შესახებ თუ იცის?
Next: ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025