Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი უბინძურესი პროვოკაციაა, რასაც პასუხი გაეცემა

მარშალ პრესი 04/04/2022
ანრი ოხანაშვილი

ეს არის მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყველა სხვა პროვოკაციისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ამ უმძიმეს პროვოკაციას პასუხი გაეცემა.

მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფერზე ექნება ადეკვატური და მკაცრი რეაქცია.

„ეს არის მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყველა სხვა პროვოკაციისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ამ უმძიმეს პროვოკაციას პასუხი გაეცემა. გვაქვს იმის უნარი, ერთ საკითხს ამოგლეჯილად არ შევხედოთ. საკითხების ქრონოლოგიას რომ დავაკვირდეთ, ითქვა, რომ თურმე, საქართველო ოკუპანტის წინააღმდეგ შესაბამის ტრიბუნებზე მონაწილეობას არ იღებდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას არ აგზავნიდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები კონკრეტული საკითხების გაჟღერების მიზნით. რეალურად კი პირიქით ხდებოდა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა და საქართველომ მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტი. შემდგომ ვიხილეთ პროვოკაცია – ელჩის გაწვევა რას ემსახურებოდა? მორიგი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მეშვეობით. ასევე, გვახსოვს კონკრეტულ ქმედებებში ეჭვმიტანილი პირის უსაფრთხოების საკითხებში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. ამის შემდეგ ვხედავთ ამ ნაბიჯს. შეგვიძლია, დასკვნები გამოვიტანოთ. ეს ცალკე განყენებული საკითხი არ არის. ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი რგოლი – ამაზე იქნება ადეკვატური და მკაცრი რეაქცია. საქართველო თავისი რესურსის გათვალისწინებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმდა.

Post navigation

Previous: გიორგი ამილახვარი: შუალედურ არჩევნებზე გაიზომა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ, საზოგადოებას არ სჯერა უტიფარი განცხადებების, საზოგადოებას ესმის ჩვენი სწორი პოლიტიკის
Next: ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.