Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: შუალედურ არჩევნებზე გაიზომა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ, საზოგადოებას არ სჯერა უტიფარი განცხადებების, საზოგადოებას ესმის ჩვენი სწორი პოლიტიკის

მარშალ პრესი 04/04/2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გაიზომა მმართველი პარტიის რეიტინგი და გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კონკურენტები დაამარცხეს.

ამილახვარის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წევრების გამარჯვება ნიშანია იმისა, რომ საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას.

„ორი დღის წინ, როგორც ბათუმში, ასევე რუსთავში ჩატარდა შუალედურის არჩევნები, სადაც ასევე გაიზომა საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ და იცით, რა სხვაობით დაამარცხეს კონკურენტები და მოიპოვეს გამარჯვება. ეს არის პირდაპირი ნიშანი, სიგნალი, რომ დიახ, საზოგადოებას ესმის ჩვენი სწორი პოლიტიკის, საზოგადოებას არ სჯერა უტიფარი განცხადებების. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ, მშვიდ გონებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას“, – განაცხადა ამილახვარმა.

შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

Post navigation

Previous: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა
Next: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი უბინძურესი პროვოკაციაა, რასაც პასუხი გაეცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.