Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს -პრემიერი ხანძრებზე

მარშალ პრესი 29/08/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ ხანძრები შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შესაძლოა ეს ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შესაძლოა ეს ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი და მე ვიცი, რომ ასეც იქნება.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უკვე პრაქტიკულად, რამდენიმე კვირაა, წვიმა არ მოსულა, რთული ვითარებაა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელს ევროპაშია მოდებული, ამერიკაშიც, ყველგან და ეს დიდი გამოწვევაა. ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რომ ზუსტად დღეს დადგა ის მომენტი, როცა სულ ცოტა გვაშორებს ნადვილ სუვერენიტეტს
Next: ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც ხელისუფლება – ლადო ბოჟაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.