Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც ხელისუფლება – ლადო ბოჟაძე

მარშალ პრესი 29/08/2022
ლადო ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს.

მისი თქმით ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!

„საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის ღალატი და დანაშაული, რაც არავის ეპატიება, მითუმეტეს პოლიტიკოსებს! ძალიან სამწუხაროა როცა ვხედავ როგორ ამაყობენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა ქვეყნის ან ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა, დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა, ქაოსი თუ წესრიგი…
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ არეულობაზე, ქაოსზე და რევოლუციაზე, ამუშავებენ და ახმოვანებენ კონკრეტული მოქმედებების გეგმას, ყველამ უნდა იცოდეს, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ამ სცენარის განხორციელებას არ და ვერ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც ხელისუფლება!

ჩვენი ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“– წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს -პრემიერი ხანძრებზე
Next: არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025