ქაბულში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების უმეტესობას ქვეყნიდან 72 საათში გაიყვანენ

383
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქაბულში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების უმეტესობას ქვეყნიდან 72 საათში გაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დარჩებიან მხოლოდ ელჩი და რამდენიმე მაღალჩინოსანი.

საელჩოში ასევე დარჩებიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ის პირები, რომლებიც პასუხს აგებენ საიდუმლო ინფორმაციის განადგურებაზე.

ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი და ქაბულს მიუახლოვდნენ. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება