Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 04/04/2022
ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს პოლიციის ატაშეების როლი ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ესპანეთს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული შეთანხმების მნიშვნელობას, ერთობლივი ანალიზის ჯგუფების საქმიანობას და ევროპოლის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ესპანურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ნარკოდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება და სხვ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

Continue Reading

Previous: ევროკავშირი: უკრაინის ტერიტორიები, სადაც მასობრივი საფლავები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს, ოკუპაციისა და აგრესორის კონტროლის ქვეშ იყო
Next: ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025