Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირი: უკრაინის ტერიტორიები, სადაც მასობრივი საფლავები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს, ოკუპაციისა და აგრესორის კონტროლის ქვეშ იყო

მარშალ პრესი 04/04/2022
ევროკავშირი

უკრაინის ტერიტორიები, სადაც მასობრივი საფლავები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს, „ოკუპაციისა და აგრესორის კონტროლის ქვეშ იყო, ან ისინი აგრესორმა დაბომბა“. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„სხვა არავინაა, ვისაც ამ სისასტიკის განხორციელება შეეძლო“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

მისი თქმით, „ომის დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი პასუხს აგებს“.

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას
Next: ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.