Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს

მარშალ პრესი 04/04/2022
ჯო ბაიდენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

„გახსოვთ, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, რის გამოც გამაკრიტიკეს. თქვენ ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში. ის ომის დამნაშავეა. თუმცა, ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება და ყველა დეტალი უნდა მოვიპოვოთ, რათა ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი გაიმართოს. რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია და ეს ყველამ დაინახა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
Next: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.