Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას

მარშალ პრესი 04/04/2022
კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

„დღეს გავრცელებული აშკარა სიცრუე, რომ თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში კონტრაბანდის არხების ჩამოყალიბებაზე საქართველოს გავლით, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას. მათ, ვინც ამის უკან დგას, ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ ცუდი განზრახვები აქვთ!“ – დაწერა კახა კალაძემ Twitter-ზე.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია
Next: ევროკავშირი: უკრაინის ტერიტორიები, სადაც მასობრივი საფლავები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს, ოკუპაციისა და აგრესორის კონტროლის ქვეშ იყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025