ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 31 950 663 ლარს შეადგენს, ცვლილებების თანახმად, რომელიც დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განხორციელდა, შედეგად ხარჯვითი ნაწილი 1 129 510 ლარით გაიზარდა.
თანხები დაემატა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, განისაზღვრა ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის შედგენის წესი, რაც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი იქნება.
მონაწილეობითი ბიუჯეტი წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით
