Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 25/08/2022
1410
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. მოქალაქეებს ინდივიდუალურად გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაცია, ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციისა და ინფორმაციის მოპოვების შესახებ.
პროექტის „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო:
2022 წელი ახალშენი – აგვისტო
2023 წელი თხილნარი – მაისი;
ჭარნალი – მაისი;
შარაბიძეები – აგვისტო;
მახინჯაური – აგვისტო.
2024 წელი ორთაბათუმი – თებერვალი;
სარფი – თებერვალი;
აჭარისწყალი – მაისი;
კირნათი – მაისი;
მაჭახელა – მაისი;
ფერია – აგვისტო

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი 1 მილიონ 129 ათას 510 ლარით გაიზარდა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.