Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2022” აღინიშნა

მარშალ პრესი 25/08/2022
011
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2022” აღინიშნა. კოლხობა ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფის სანაპიროზე იზეიმეს და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი სახეები.
ღია ცის ქვეშ ძველი კოლხეთის ისტორიისა და ლაზების მიერ დღემდე მოტანილი ტრადიციების შესახებ საზოგადოებას ცნობილმა ლაზმა პოეტმა იაშა თანდილავამ და ღონისძიების წამყვანმა, ცნობილმა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ უამბეს. სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართებოდა. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.
საზეიმო კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავმა ლაშა ღლონტმა დაასრულა.
 საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

Post navigation

Previous: გაერო-ს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა
Next: ხელვაჩაურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი 1 მილიონ 129 ათას 510 ლარით გაიზარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.