Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაერო-ს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა

მარშალ პრესი 25/08/2022
გაერო

გაერო-ს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რამაც, სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში, გამოიწვია ზიანი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილება და სიკვდილი.

ჩვენ ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზეც.

დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ“. – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

Post navigation

Previous: დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც “ფორმულა”-ს გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელი შეუშალა
Next: სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2022” აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.